პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მესამე სექტორს აკრიტიკებს.
ირაკლი კობახიძემ საკუთარი ბრიფინგი "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კრიტიკას მიუძღვნა და მას ფაშისტი უწოდა.
კობახიძემ იმედგაცრუება გამოთქვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართაც და განაცხადა, რომ ვისაც ნიკა გვარამიას "ფაშისტურ განცხადებაზე" რეაქცია არ ჰქონდა, ისიც ფაშიზმის მონაწილეა.
კობახიძის განცხადებით, საზოგადოება რამდნიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მკაცრ რეაქციას ნიკა გვარამიას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სად გვარამიამ ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია.
„ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია, მეტიც ერთ-ერთმა მათგანმა მიხეილ ბენიძემ, ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი.
"პერსონალიები, რომელიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან სამწუხაროდ პოლიტიკურად ანგაჟირებულობის და პოლიტიკური კუთვნილების გამო აზიანებენ ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ზოგიერთი პერსონის პოლიტიზირების გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი. ვინც ხელს აფარებთ ფაშისტს თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა რომა სეტი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შორისაც არიან ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს,“-ამბობს კობახიძე.
კობახიძე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს რეაგირების გარეშე არ დატოვონ ნიკა გვარამიას განცხადებები.