03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
მცხეთაში პრემიერ ღარიბაშვილს ელოდებიან

მცხეთაში, სადაც სვეტიცხოვლობა აღინიშნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მცხეთაში უკვე იმყოფებიან სამთავრობო გუნდის წევრები, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილით საეკლესიო ღვთისმსახურებით დაიწყო. დღის განმავლობაში მცხეთის ქუჩებში დაგეგმილია სახალხო სეირნობა. აქ უკვე გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი ნივთები. გაიმართება საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. დღესვე მცხეთაში ლაზური სახლი გაიხსნება.

დღესასწაულის გამო დღეს მცხეთაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დღესასწაულზე დასწრების მსურველებისთვის თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსები გავა. ავტობუსები მცხეთის მიმართულებით იმოძრავებენ დიდუბის ავტოსადგურიდანაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები