06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
"მსგავსი ტიპის აგრესიას არასამთავრობოების მიმართ არც ერთი ხელისუფლებისთვის არ მოუტანია სიკეთე" - ომბუდსმენი კობახიძის განცხადებაზე

"არც ერთი ხელისუფლებისთვის მსგავსი ტიპის კამპანიას და აგრესიას არასამთავრობოების მიმართ არ მოუტანია სიკეთე," - ასეთია სახალხო დამცველის შეფასება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც ნიკა გვარამიას და მესამე სექტორის "ფაშისტებად" მოხსენიებას შეეხებოდა.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მთავარი სამიზნე ამ განცხადების იყო არასამთავრობო სექტორი, რომელიც მწვავედ აყენებს დღის წესრიგში იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში დგას. ომბუდსმენი ამბობს, რომ დღეს საქათველოს ჰყავს ნამდვილად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„საქართველოში ნამდვილად ძლიერი და გამორჩეული არასამთავრობო სექტორი არის და მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები დააკნინებს და დაასუსტებს ორგანიზაციებს. ზიანდება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, ზიანდებიან ასეთი ტიპის განცხადებების ავტორები,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარია თბილისის მერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მესამე სექტორი ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა.

ომბუდსმენის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს, 20 წელზე მეტი ხნის წინ დაფუძნდა მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არც არსებობდა.

„ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვისა ის განცხადებები, ის ბრიფინგი და რაც მოჰყვა, ის ტალღა, რასაც სოციალური ქსელში ვადევნებ თვალს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები