17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
გამქრალი მტკიცებულებები ლუკა ფალიანის მკვლელობის საქმიდან - ოჯახი სისხლის აღებით იმუქრება

კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმე, საიდანაც მთავარი მტკიცებულება გაქრა. მესტიაში 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს. ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების, სვანური წესებით გასამართლებით იმუქრება და ამბობს, რომ რადიკალურ ნაბიჯებამდე ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა.

„გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ. არც ნიგურიანი მოვკლათ, არც მუშკუდიანი, არც ქურდიანი მოვკლათ, რად უნდათ ის თავხედები. ექვსივე მკვლელია ეს. რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა“-ამბობს ლუკა ფალიანის დედა როზა ფალიანი.

ლუკა ფალიანის მამა ამბობს, რომ მკვლელები ან კანონით უნდა დაისაჯონ, ან თავად ოჯახი მიხედავს ამ საქმეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ფალიანი მესტიაში ზაფხულში მოკლეს. შს სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ჰყავს. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა. ფალიანების მტკიცებით, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია.

დღის ამბები