03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
პრეზიდენტმა ახალწვეულებს სვეტიცხოვლობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოსიაურის საწვრთნელ ბაზას ეწვია და ახალწვეულებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე საშემოდგომო გაწვევის წვევამდელები პირველად მომზადებას გადიან. ამ დროისათვის, ბაზაზე 469 ახალწვეული იმყოფება, რომლებიც 21-დღიანი სწავლების შემდეგ სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდებიან და შეიარაღებულ ძალებში 12 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს მათ გაესაუბრა და საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა.

“მინდა ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება.  დღეს ჩვენ ოსიაურის საწვრთნელ ცენტრს ვესტუმრეთ და ეს დღე ახალწვეულებთან ერთად ვიზეიმეთ. ბაზა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ახალწვეულები კი, რომლებიც სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყეს სამხედრო სამსახური, არიან მხნედ. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღის ამბები