ლარი ისევ გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 2 ლარი და 78 თეთრია.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი 2.76-მდე დაეცა. 2.73-დან 2.74 -მდე გაუფასურდა ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიც, რაც წლევანდელი წლის ანტირეკორდია.