03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ

სამხატვრო აქციის წინ შეკრებილი სტუდენტებისა და ახალი რექოტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. რამდენიმეწუთიანი შეხვედრისას გია გუგუშვილმა კითხვებს არ უპასუხა, სტუდენტებს სხვა დროს გასაუბრება შესთავაზა და ტერიტორია დატოვა.

გუგუშვილის არჩევას სტუდენტებთან ერთად აკადემიიდან გაშვებული ყოფილი თანამშრომლებიც აპროტესტებენ და ახალი რექტორისგან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ, რომელსაც მედიასაშუალებებიც დაესწრებიან.  

გია გუგუშვილი აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის და არ უკვირს, თუ ვინმეს მისი სამომავლო გეგმები და შეხედულებები არ მოსწონს.

სტუდენტები ხვალიდან მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები