03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევები გაიზარდა

საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევები გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით 30 მოქალაქეა მოწამლული. ნაწილი მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა ქალაქ რუსთავშიც, სადაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში 4 ადამიანი მოიწამლა. მოწამლულებს შორის ერთი 5 წლის ბავშვია, რომელიც ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მცირეწლოვანის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხევების მატებას ექიმები სოკოს სეზონს უკავშირებენ. მედიკოსები განმარტავენ, რომ ხშირად მოქალაქეები სოკოს ტყეებში თავად მოიპოვებენ, რაც ზრდის საკვებად გამოუსადეგარი სოკოს გამოყენების რისკს. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ხშირ შემთხვევაში საჭმლის დამზადება არასრულუყოფილად ხდება, რაც ასევე ზრდის ინტოქსიკაციის რისკს.

 

დღის ამბები