03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
მემორანდუმი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და სპორტულ კლუბ ”საგარეჯო სუპერ-სტარს” შორის

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”  სპორტულ კლუბ ”საგარეჯო სუპერ-სტარს” პატრონაჟს გაუწევს.

თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საგარეჯოს დამფუძნებელმა, გია ნაცვლიშვილმა და ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოაწერეს.  

სპორტულ კლუბ ”საგარეჯო"-ში გაწევრიანებულები არიან წარმატებული ქართველი სპორტსმენები, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები.

20 დეკემბერს ჰოლანდიაში ძიუდოისტთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც სპორტული კლუბი ”საგარეჯოც” იქნება წარმოდგენილი.

დღის ამბები