03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერს, გიბრალტარის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ქართველმა ფეხბურთელებმა სტადიონზე უკვე ივარჯიშეს. საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. თემურ ქეცბაიას განცხადებით, "ნაკრები დღეს შემტევ ფეხბურთს ითამაშებს". 

შეხვედრას გიბრალტართან საქართველოს ნაკრები რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს. ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ბუბა დაუშვილი, მის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ლაშა დვალი გამოიძახა. სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება თორნიკე ოქრიაშვილი.

იმის გამო, რომ გიბრალტარში უეფას სტანდარდების სტადიონი არ არის, შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში თბილისის დროით 22 საათსა და 40 წუთზე დაიწყება.

ევროპის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი შეხვედრა უკვე გამართა და 0 ქულით გათამაშების ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა.

დღის ამბები