03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ლოტკინზე გამართული ხმაურიანი აქციის მონაწილეები ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს საეთერო დროს სთხოვენ

ლოტკინზე გამართული ხმაურიანი აქციის მონაწილეები ამ წუთებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან იმყოფებიან.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ტელეკომპანიისგან საეთერო დროის გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, მიუხედავად მერიაში გამართული მოლაპარაკებებისა, შედეგი უცვლელია. 108 ოჯახი ამ დრომდე გამოსახლებას ელოდება.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უკვე შეხვდნენ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წარმომადგენლები. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები განცხადებას გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანში“ გააკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები