03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
საკუთარი კულტურის ილუსტრირება 2018 წელს ფრანკფურტში საქართველოს მოუწევს

წელს ფრანკფურტში განსაკუთრებული სტატუსით ფინეთი იმყოფებოდა,  2018 წელს კი ფრანკფურტში საკუთარი კულტურის ილუსტრირება საქართველოს მოუწევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე 2018 წლამდე ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა იქნება. მთარგმნელთა ვორქშოპები, სემინარები. ერთი სიტყვით, მთარგმნელთა ახალი თაობის შექმნა, რომლებიც ქართულ ნაწარმოებებს სამ მთავარ ენაზე გადაიტანენ - ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად.

საპატიო სტუმრების ბიუჯეტი, ჩვეულებრივ, 5-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს. წიგნის ბაზრობის ადმინისტრაცია ქვეყანას ამ სტატუსს არა ოლიმპიური წესით - კონკურსით, არამედ მისი საგამომცემლო ბაზრისა და კულტურული იმპულსების მიხედვით ანიჭებს. სტუმარი ქვეყნის შესახებ პრესაში 700-მდე სტატია იბეჭდება. პუბლიკაციების მთავარი თემა 2018 წელს საქართველო გახდება - ლიტერატურული მეტროპოლიიის საიუბილეო მე-40–ე ქვეყანა.

დღის ამბები