17 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"თქვენ ხართ ხალხი, ვინც არ აიღო 20 ლარი, კვირას გელოდებით ყველას რუსთაველზე" - პაატა დავითაია მხარდამჭერებს 

თქვენ ხართ ხალხი ვინც არ აიღო 20 ლარი - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა პაატა დავითაიამ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რომ ყველას მოსყიდვა არ შეიძლება და სწორე ეს მოქალაქეები იქნებიან ვინც შეცვლის მოსახლეობას. პაატა დავითაიამ შეკრებილებს კვირას, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„კვირას, 3 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე. კვირას, 3 საათზე ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ მარტო არ ვართ.  კვირას, 3 საათზე ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, მთელს საქართველოს, რომ ვართ ერთიანი,“-განაცხადა პაატა დავითაია.

მისივე თქმით გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლო შეეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი ხალხთან და ახლა არის დრო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. თუმცა პაატა დავითაიას თქმით ჯერ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. 

დღის ამბები