19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და შედეგი იყოს ობიექტური - გახარია "ხორავას ქუჩის" საქმეზე

„ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებისთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევიდან ერთი წლის შემდეგ  გააკეთა.

გიორგი გახარია ისევ აცხადებს, რომ სამართალდამცველები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტურად გამოძიებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მან დღეს ოჯახს და საზოგადოებას ურჩია, სასამართლო პროცესების დასრულებას დაელოდონ.

„მე არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე იდგა, კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების და კომუნიკაციების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და ის შედეგი, რომელსაც ოჯახი, პირველ რიგში და მთელი საზოგადოება ელოდება, იყოს ობიექტური,“ - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები