შინაგან საქმეთა მინისტრის კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება, როდესაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მინისტრის თქმით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა მისთვის მიუღებელია.
„ჟურნალისტების საქმიანობა სრულად დაცულია და მათი თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის აბსოლუტური. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საქმეს ავიყვანთ კონტროლზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტული მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რამდენად და რა ხარისხის თავისუფლება აქვთ ჟურნალისტებს ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კურიერის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ დაესხნენ, როდესაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
კურიერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, გამოძიება შსს მ სისხლის სამართლის 3 მუხლით დაიწყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება და ოფისში უკანონო შეღწევის გამო.
ბოლო მუხლი, სავარაუდოდ, სწორედ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ეხება, რომელსაც ნანა კაკაბაძემ და მისმა მომხრეებმა დააზიანეს ტელეკომპანიის აპარატურა და ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს ჟურნალისტი და ოპერატორი.