19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
36037 მოქალაქის მხარდაჭერას გამოვიყენებთ პოლიტიკური ორგანიზაციის შესაქმნელად - უსუფაშვილი 2020 წლისთვის ემზადება

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილი 2020 წლისთვის მზადებას იწყებს.

შენების მოძრაობის ლიდერმა მხარდამჭერებთან შეხვედრების აქტიურ რეჟიმზე გადასვლა და საქართველოს 10 რეგიონში ოფისების გახსნა დააანონსა.

დავით უსუფაშვილი მოკავშირეებს ქართულ ოცნებაზე განაწყენებული ამომრჩევლის რიგებში მოძებნის.

„საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემ მიერ მიღებულ 36037 მოქალაქის მხარდაჭერას ჩვენ გამოვიყენებთ პოლიტიკური ორგანიზაციის შესაქმნელად და გასაძლიერებლად. დავამყარებთ სისტემურ კავშირს ყველა იმ მოქალაქესთან, ვინც მოისურვებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები