თბილისის პარალელურად ოპოზიციის მხარდამჭერები ბარსელონაშიც შეიკრიბნენ. ისინი უერთდებიან მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლის თაობაზე. აქციის მონაწილეები 16 დეკემბერს განმეორებით აპირებენ შეკრებას.
„საქართველო არ უჭერს მხარს ისეთ პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი ოკუპანტია,“ - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ საზღვარგარეთის უბნებზე, სადაც არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, ყველგან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
„28 ნოემბერს საქართველოში არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ დადგმული რაღაც სპექტაკლი,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.