19 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
უნდა გავიაროთ ყველა სხვა საკითხები, რაც ეხება მისი ადმინისტრაციიდან ჩემს ადმინისტრაციაზე გადმობარებას - ზურაბიშვილი მარგველაშვილს შეხვდება

ავლაბრის სასახლეში საქართველოს მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების პირველი შეხვედრა დაახლოებით, ერთ საათში დაიწყება. ცნობილია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარგველაშვილთან შესახვედრად იმ თანაგუნდელებთან ერთად მივა, რომლებიც სავარაუდოდ, ახალ ადმინისტრაციაში იქნებიან.

უფლებამოსილების გადაბარება ძველ და ახალ ადმინისტრაციებს შორის 16 დეკემბრამდე ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა დასრულდეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრებს, მათ შორის უფლებამოსილების ახალ ადმინისტრაციაზე გადაბარებაზე.

„დღეს იქნება პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან, რომ განვიხილოთ ყველა ეს საკითხები, რაც ეხება ტრანზიციას... არა მხოლოდ ინაუგურაცია პრეზიდენტთან არ უნდა გავიაროთ, უნდა გავიაროთ ყველა სხვა საკითხები, რაც ეხება მისი ადმინისტრაციიდან გადმობარებას ჩემს ადმინისტრაციაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ სად ჩატარდება ინაუგურაცია, რადგან მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ფიცი, შესაძლოა, თბილისში არ დადოს.

მარგველაშვილმა ზურაბიშვილს ინაუგურაციასთან დაკავშირებით დახმარება შეთავაზა. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორი შეიძლება იყოს პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი, ასევე, თემები, რაზეც მას მუშაობა მოუწევს.

სალომე ზურაბიშვილი კი თავის შტაბში შეხვედრებს მართავს. არჩეული პრეზიდენტი ამ წუთებში ბელორუსიის ელჩს რუსულენოვან თარჯიმანთან ერთად ხვდება. რა თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მედიისთვის უცნობია. 

დღის ამბები