19 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
თავდასხმა რუსთავში ოპოზიციის წარმომადგენელზე - გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დაკითხვაზე დაიბარეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთავში, პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ცნობილი გახდა, რომ არჩევნების დღეს რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი მღებრიშვილს თავს საარჩევნო უბანთან დაესხნენ.

ოპოზიციის ინფორმაციით, მათ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანა დაუზიანეს.

გიორგი მღებრიშვილმა მომხდარზე განცხადებით პოლიციის განყოფილებას უკვე მიმართა.

„არჩევნები, როგორც ყველა ქალაქში, ისევე რუსთავში, ჩატარდა ძალადობის, მუქარის და ჩხუბების ფონზე, ქალაქ რუსთავში. დღეს გამოკითხვაზე იმყოფება ერთ-ერთი დაზარალებული, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც ფიზიკურად დაესხნენ თავს. დაზარალებულია გიორგი და არაერთი ჩვენი აქტივისტი,“- განაცხადა

დღის ამბები