19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მოვიდნენ და წავიდნენ... ალბათ, წარმომადგენელი იყო - თელავის მუზეუმის დირექტორი ინაუგურაციის ადგილის შერჩევაზე

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა, თელავში ჩატარდეს. საინაუგურაციო ჯგუფის წევრებმა უკვე დაათვალიერეს თელავის მუზეუმი. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სად დადებს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ფიცს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის შესახებ საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.

თელავის მუზეუმის დირექტორი კურიერთან საუბარში ამბობს, რომ საინაუგურაციო ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს ტერიტორია, თუმცა, საბოლოო პასუხი ჯერ უცნობია.

„არ არის ეგ ჯერ გადაწყვეტილი, ჩვენთან არ ტარდება. მეც ტელევიზორში ვუსმინე, რომ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ჩვენთან არ არის დაგეგმილი... მოვიდნენ და წავიდნენ. არ ვიცი, ვინ იყო, ალბათ, წარმომადგენელი იყო,“ - ამბობს გურამ ურჩუხიშვილი.

დღის ამბები