19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები" - ირაკლი კორძაიას უფლებადამცველები მუქარაზე საუბრობენ

ირაკლი კორძაიას უფლებადამცველები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე კორძაიას დაკითხვას ითხოვენ, რომელიც იმ დროისათვის სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. კორძაიას განცხადებით, ხელისუფლება ყოფილი შს მინისტრის საპატიმროდან გაყვანის კადრებს მალავს. ადვოკატების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეს სკანდალური განცხადება გავრცელდა, კორძაიას მიმართ პროკურატურის მაღალჩინოსნის გიორგი გაბიტაშვილის მხრიდან მუქარა განხორციელდა.

„ჩვენ მივმართეთ ერთი თვის წინ მთავარ პროკურატურას, რომ შეესწავლა კიდევ ერთი მოწმის ირაკლი კორძაიას ჩვენება ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო დროულად ირაკლი კორძაიას გამოკითხვა, საქართველოდან, კერძოდ, მთავარი პროკურატურიდან, სავარაუდოდ განხორციელდა მაღალჩინოსანი პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის ზარი ირაკლი კორძაიას მეგობართან - გიორგი ალიბეგაშვილთან და განხორციელდა მუქარა, კერძოდ, გიორგი გაბიტაშვილმა მოითხოვა, რომ ირაკლი კორძაიას შეეწყვიტა ამ თემაზე საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი და გარკვეულ მუქარას შეეხებოდა,“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ეკა ქობესაშვილის თქმით, ისინი ითხოვენ კორძაის დაკითხვას და საქმის ობიექტურ გამოძიებას, რაზეც პასუხად მუქარას იღებენ.

დღის ამბები