19 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
„შეშფოთება არ გამოუთქვამს“ - სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებას ეხმაურება

„შეშფოთება არ გამოუთქვამს“- ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებას.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გაკვირვებულია შეერთებული შტატების და საერთაშორისო დამკვირვებლების მწვავე შეფასებით, რომელიც არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს ეხება.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეშფოთება არ გამოუთქვმს. 

შეერთებულ შტატებში ნატო-ს მინისტერიალზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. დავით ზალკალიანისთისაც მოულოდნელი იყო არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები.

„საუბარია იმაზე, რომ იგივე განცხადებაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან იყო გაკეთებული, საუბარია, რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად, იყო ხარვეზები, რაზეც ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა, რომ ჩვენ ყველა რეკომენდაციას რომელიც სადამკვირვებლო მისიების მხრიდან იყო გამოთქმული, აუცილებლად გავითვალისწინებთ,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.

ამავე თემაზე
დღის ამბები