19 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
დემოკრატიულობის თვალსაზრისით ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა - შალვა შავგულიძე

„ეს შეფასებები ნიშნავს მხოლოდ ერთადერთს, რომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა,“- ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადებებს.

ოპოზიცის წარმომადგენლის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

„თუ კიდევ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება და ასეთი არჩევნები განმეორდება ხელისუფლების მხრიდან, ამან შეიძლება სერიოზულად ხელი შეგვიშალოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ნიშნავს ერთგვარად საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან ყვითელი ბარათის ჩვენებას,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები