94-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გათავისუფლებას სააღმზრდელო დაწესებულებაში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ბაღის დირექტორის მოადგილე 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახურიდან დათხოვნას პოლიტიკურ მოტივს, კერძოდ კი, რიმა ბერაძის მითითებას უკავშირებს.
მზევინარ ყაჯრიაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის და ბაღის დირექტორისთვის მისი პოლიტიკური სიმპათიები ცნობილი იყო.
ბაღის დირექტორის უკვე ყოფილი მოადგილე „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის თანამდებობიდან არა ოფიციალურად დასახელებული მიზეზის - დარღვევბის გამო, არამედ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
მზევინარ ყაჯრიაშვილი წლების განმავლობაში ჩუღურეთის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო.
მისი განმარტებით, საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეს სურს, რომ ბაღში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჩუღურეთის „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა დაიკავოს.
"რიმა ბერაძის სურვილი აასრულეს, ეს არის პოლიტიკური,"- მიმართა ბაღის დირექტორს უკვე ყოფლმა მოადგილემ.
მომხდართან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.