19 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
„მოთხოვნები, "ნაციონალური მოძრაობისგან," იყო ძალიან დამაბნეველი," - მმართველი გუნდი ოპოზიციას პასუხობს  

ვადამდელი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო სისტემის შეცვლა  - ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნებს უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციასთან მოლაპარაკების და საარჩევნო სიტემის რეფორმის შესახებ, კონსულტაციების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავენ.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში არჩევნები 2020 წელს გაიმართება და ეს იქნება შერეული სისტემით ჩატარებული არჩევნები.

„ოპოზიციას თანამშრომლობის სხვა გაგება აქვს ეტყობა, იმიტომ რომ სურთ, რომ მათი წინადადება იყოს პრივილეგირებული და მათი პოზიცია იყოს გაზიარებული და გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ თავად არიან არათუ მარტო აგრესიულად განწყობილები პოლიტიკურ ასპარეზზე, მათი საქმიანობა შეიძლება დავახასიათოდ ერთი სიტყვით, რასაც ჰქვია დესტრუქცია,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ქვეყენაში არჩევნები იმ დროს გაიმართება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.

„მოთხოვნები ნაციონალური მოძრაობისგან, იყო ძალიან დამაბნეველი, რევოლუციური მოწოდებებიდან დაწყებული, რაღაც სხვადასხვა საკითხებით გაგრძელებული. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა ცვლილებებს, კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, აკაკი ზოიძე. 

„ამის მზადყოფნა არა ერთხელ გამოითქვა ნებისმიერ ფორმატში, საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მათ შორის პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლოთ უკეთესი არჩევნების ჩატარება მომავალში. ამაზე ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნებს, საერთოდ საფუძველს არის ეს ყველაფერი მოკლებული,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ლევან კობერიძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნების მიღმა სხვა მიზნებს ხედავს.  

„ამ თემაზე ესეთი სახით ანგაჟირებული ფორმით გარკვეული საკითხების დასმა, მათი მხრიდან, ცოტათი სხვა მიზნებისაკენ სწრაფვას უფრო მიანიშნებს, ვიდრე ჯანსაღი მსჯელობის პროცესს,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

დღის ამბები