სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება.
ვაშაძე ამბობს, რომ როცა ქვეყანას არ ჰყავს კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი, სად ჩატარდება მისი ინაუგურაცია მნიშვნელობა არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე თელავში დაგეგმილ ცერემონიალს "შოუს" უწოდებს.
"არაფერი პრობლემა არ გვაქვს თუ უნდათ ჩაატარონ თელავში თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში თუ უნდათ ჩაატარონ ზუგდიდში, სადაც უნდა ჩაატარონ. კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ჩაატარო ინაუგურაცია, ამიტომ ეს შოუ სადაც უნდათ იქ ჩაატარონ,“-ამბობს ვაშაძე.
უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება. დღეს მან ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.