რუსი ოკუპანტების ატოცში დაბრუნდნენ. დღეს დილით ოკუპანტები სოფელში საინჟინრო მანქანით გამოჩნდნენ. სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის წინ დაწყებული ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ.
მათ მავთულხლართების გასავლებად საჭირო ინვენტარი მიიტანს, - ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ავრცელებს.
ორგანიზაციის წევრები ორ კვირაზე მეტია სოფელ ატოცში მორიგეობენ. ოკუპანტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ მიმართა.
"თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ, თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ,”-მიმართა ქაცარავამ ოკუპანტებს.
"ძალა ერთობაშია" სრული მობილიზაციით ადგილზე რჩება. მათი თქმით, ეცდებიან,რომ ოკუპანტებს მავთულხლართების გავლების უფლება არ მისცენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ბორდერიზაციის პროცესი აღნიშნულ მონაკვეთზე არ მიმდინარეობს.