19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ნატოს მინისტერიალი დასრულდა - ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის თემაზე გამართულ შეხვედრაში საქართველო მონაწილეობდა

ბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი დასრულდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა აზოვის ზღვაში რუსეთის მიერ უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავება იყო.

ლიდერებმა ასევე საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებაზეც ილაპარაკეს და მის დარღვევაში რუსეთი დაადანაშაულეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპოემ მოსკოვს ხელშეკრულების შესასრულებლად ორთვიანი ვადა მისცა.

მინისტერიალი ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების შეხვედრით დასრულდა, რომელშიც როგორც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანა საქართველოც მონაწილეობდა.

„შიდა ეს წვლილი არის საკმაოდ სოლიდური, ისეთი წვლილი, რომელიც, ფაქტობრივად, ნატოს წევრი ქვეყნის თავსებადი და თანაწონადია. ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები და განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ იმ ძალიან სერიოზულ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. გარდა იმისა, რომ ჩვენი სამხედროები ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, ჩვენ ასევე სერიოზულ მხარდაჭერას ვუჩენთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

 

დღის ამბები