19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავისზე არ ვარ გაბუტული - სალომე ზურაბიშვილი

"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავისზე არ ვარ გაბუტული,"- სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ ჩატარდება ინაუგურაციის ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში.

არჩეული პრეზიდენტის თქმით, ეს არის გზავნილი იმ ამომრჩევლისთვის, ვინც მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმა არ მისცა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ის ყველას პრეზიდენტია.

„ეს არის სწორედ ამორჩევა იმ ადგილის, სადაც ნაკლებმა ამომრჩევლებმა მომცეს ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლებთან, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც არ მომცა ხმა, თავი შეიკავა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიის სცენარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სადა სცენარის მომხრეა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები