03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
"ბატონო პრემიერო, ჩვენ არ გვმართავენ პოლიტიკოსები"

ლოტკინზე გამართული ხმაურიანი აქციის მონაწილეები ტელეკომპანია "რუსთავი2"- თან იმყოფებიან. ისინი პრემიერ-მინისტრს ეხმაურებიან  და აცხადებენ, რომ მათ აქციებს არცერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ უწევს კოორდინიერებას.

„ჩვენ არ გვმართავენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, არც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ ვთხოვთ დახმარებას. ჩვენ მივმართავთ მთავრობას, რომ აღმოგვიჩინონ დახმარება,“ - აცხადებენ სოციალურად დაუცველები, რომლებიც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის შენობასთან იმყოფებიან.

გადაცემა "არჩევანში" საუბრისას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მერიაში გამართულ მოლაპარაკებას უშედეგოდ აფასებენ. მათ თქმით, შეხვედრაზე არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და მათი გამოსახლების მოთხოვნა კვლავ ძალაშია.

ლოტკინზე, ზღვის უბნის მეორე მიკრო-რაიონში მცხოვრები 108 ოჯახი საცხოვრებელი ფართის დაცლას არ აპირებს.  

დღის ამბები