19 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას პრეზიდენტის ფონდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას პრეზიდენტის ფონდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გასული 5 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ფონდის გაუქმება ქვეყნის მომავალ პირველ პირს საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობას წაართმევს.

„მინდა მოვუწოდო იმ მესვეურებს ჩვენი ხელისუფლების, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ ამ საკითხს, რომ რამდენი უნდა ჰქონდეს მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა ამ ფონდის სახით, მოვუწოდებ, რომ აუცილებლად დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა. ნუ შეკვეცავენ პრეზიდენტის შესაძლებლობას ეურთიერთოს საზოგადოებას. იმიტომ, რომ ამ ურთიერთობის ფორმაა ეს ფონდი. ეს ფონდი, როგორც თქვენ მოისმინეთ, არის შესაძლებლობა იყო პიროვნულ შეხებაში შენს საზოგადოებასთან,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღესვე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ პრეზიდენტის ფონდით დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები.

დღის ამბები