19 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
რესტორნებში დახარჯული ბიუჯეტის ფული - ხაბეიშვილმა სუს-ს ანგარიშფაქტურები გადასცა 

„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ლევან ხაბეიშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ ბიუროში გამოკითხეს.

ლევან ხაბეიშვილი გომელაურის უწყებამ „კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიბარა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა „რუსთავი 2"-ის ეთერში გაასაჯაროვა ხარჯები, რომელიც მთავრობის წევრების სარესტორნო მომსახურებას ეხება.სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ანგარიშფაქტურები გადასცა.

„ძალიან საინტერესო გამოკითხვის ოქმი შედგა ანუ სახელმწიფოს ვაწვდი ინფორმაციას თვითონ რა შეჭამეს, თვითონ როგორ გაძარცვეს ბიუჯეტი, თვითონ რა შეუკვეთეს რესტორანში, რომელ რესტორანში ისხდნენ. მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რომ 6 თვის განმავლობაში, 1 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში დახარჯულია 4 მილიონ ლარზე მეტი ხელისუფლების მიერ სარესტორნო მომსახურებაში. ეს ხალხი ცოტა არ იყოს და კომიკურ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ მე რომ მეკითხებიან რესტორანში რა ჭამეს , ვის შეუკვეთეს და სად რა დაუკრეს მართლა არ მგონია, რომ ეს სერიოზული ამბავი იყოს,“ - განაცხადად ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები