19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად - ოპოზიციამ თელავის მერიას ნებართვის მისაღებად მიმართა

საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად - გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავის მერიას აქციის გამართვის ნებართვის მოთხოვნით, უკვე მიმართეს. 

"გაერთიანებული ოპოზიცია" თელავში საპროტესტო აქციის ჩასატარებელ ადგილად რუსთაველის ქუჩას ასახელებს. 

ოპოზიციის ლიდერებმა მერიის კანცელარიას ჩააბარეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობეს, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი და არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ხელს არ შეუშლის.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, ისინი საქმის კურსში ჩააყენებენ საპატრულო პოლიციასა და სხვა შესაბამის უწყებებს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინაუგურაციის პარალელურად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია თელავში გაიმართოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები