ჯეიმს აპატურაი, ნატოს სამეკავშირეო ოფისში იმყოფება, სადაც ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ცოტა ხნის წინ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკება, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა,რომ საარჩევნო პროცესში გამოთქმული არაერთი უკმაყოფილებისა და ცხარე პოლიტიკური რიტორიკისა , ყველა პარტიამ ურთიერთპატივისცემა უნდა გამოხატოს. აპატურაის თქმით, მთავარია პოლიტიკოსებმა საზოგადოებას მოუსმინოს.
„მრავალი წელია ბატონ ვაშაძეს ვიცნობ. ჩემი პოლიტიკური გზავნილი არის ის, რაც სხვა შეხვედრებზეც გამოვთქვი. არჩევნები იყო უთანხმოების გამომწვევი და ატარებდა ცხარე პოლიტიკურ რიტორიკას.
მაგრამ ახლა დროა ქვეყანა ერთად დადგეს და ყველა პარტიას სცენ პატივი, რომ ერთმანეთთან პატივსაცემი საუბარი ჰქონდეთ.
ნატოს მოკავშირეებს სწამთ, რომ საზოგადოების ყველა ელემენტი ერთად უნდა დადგეს. იმიტომ ვხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ, გვინდა მოვუსმინოთ საზოგადოების ყველა ელემენტს, და ასევე გვინდა, რომ საზოგადოების ყველა ელემენტსაც მოუსმინონ,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე სამი ძირითადი თემა განიხილეს. საპრეზიდენტო არჩევნები,პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და უსაფრთხოების საკითხები.
„შემიძლია ვთქვა,რომ გულახდილი გულწრფელი საუბარი იყო და ორივე მხარემ კარგად დაიმახსოვრა ის, რაზეც იყო საუბარი,“-ამბობს ვაშაძე.