19 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ჟენევის შეხვედრის დატოვება რუსეთისგან კონკრეტული გზავნილია - ოპოზიცია ჟენევის უშედეგო მოლაპარაკებების მიზეზებზე საუბრობს 

ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიცია იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ჟენევის ფორმატი უშედეგოა.

ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკების ბოლო შეხვედრის დატოვებით ახლადარჩეულ პრეზიდენტს კონკრეტული გზავნილი გაუგზავნა. 

„რუსეთის გზავნილი არის ძალიან ნათელი, მათ სურთ ვეტო დაადონ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არჩევანს და აცხადებენ პირდაპირ, რომ არანაირი პროგრესი არ იქნება არანაირ მოლაპარაკებებში, სანამ საქართველო უარს არ იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე. ეს არის პირდაპირ გაცხადებული რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში. კიდევ ერთხელ ამ განცხადებით გზავნილი მიიღო სალომე ზურაბიშვილმა თუ რას მოელის რუსეთი იმისთვის, რომ გახდეს უფრო კონსტრუქციული, მათ შორის ჟენევაში მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეს რუსული პოლიტიკის ჩვეული სტილია. მისი თქმით, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რუსეთში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რის გამოც ვერ ხერხდება ჟენევის ფორმატში შეთანხმების მიღწევა.

„ამ ნების გენერირებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთზე იყოს მუდმივი პოლიტიკური ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომ რუსეთთან დიალოგი და რუსეთთან ენის მოჩლექით შეიძლება მიზნების მიღწევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის წარუმატებელი,“- ამბობს კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები