ორ დღეში ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მთავრობის კონტროლი უკვე პარლამენტის პრეროგატივა გახდება. რამდენად მზად არის "ქართული ოცნება" ეს უფლებამოსილება განახორციელოს? - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე დიდი ხანია, მსჯელობენ.
„ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა ნიშნავს, რომ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი გახდება უფრო აქტიური, საინტერესო. რეალური მოლოდინები არის ის, რომ მინისტრები სამინისტროების კონკრეტულ საქმიანობასთან, მიღწევასა და გეგმებთან დაკავშირებით იქნებიან უფრო აქტიურად წარმოდგენილი პარლამენტში,“- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნა იმ მმართველობის რეჟიმზე გადადის, სადაც პარლამენტს ხელისუფლების ფორმირების როლი აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კი ამბობს, რომ რამდენად შედეგიანი იყო საპარალამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა, ამას პროცესი აჩვენებს,.
„რამდენად შედეგიანი იყო, პროცესი აჩვენებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, შუაღამემდე მაგაზე ვმსჯლებდით, რომ როგორ მოხდეს, რომ ჩვენ ამას სტაბილურად შევხვდეთ, რომ არ იყოს ისეთი ნაპრალები, რომელის ამოვსებაც მერე გაჭირდება,“-ამბობს ქანთარია.