ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს წევრებს მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოთსხოვა, რადგან აჭარის მთავრობის მეთაური ოპოზიციას პირადი შურისძიებით დაემუქრა.
„ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის, ჯელალ ქიქავას განცხადება იყო შეურაცხმყოფელი და ბოდიში ოპოზიციას აქვს მოსახდელი.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე თორნიკე რიჟვაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ სწორედ რიჟვაძის განცხადებამ შეაჩერა მოსალოდნელი სავალალო პროცესები.
„ვინც უტიფარი და უზრდელია, იმას ბოლო-ბოლო კისერი უნდა მოეგრიხოს,“ - აღნიშნა სულიკო თებიძემ.
ურთიერთბრალდებები სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.