
This is a modal window.
საპატრულო პოლიციის უფროსის განმარტებას, რომ ოპოზიცია გაფრთხილებული იყო მარშრუტზე თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავათ თელავში შესასვლელად, გიორგი ვაშაძე ტყუილს უწოდებს.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებისთვის არავის უთქვამს თუ რომელიც გზა იქნებოდა გახსნილი. გიორგი ვაშაძის განმარტებით, პოლიციას უფლება არ აქვს გზა გადაუკეტოს აქციის მონაწილეებს.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„რას მოვიმოქმედებთ?- მოვიმოქმედებთ იმას, რომ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას. არანაირი უფლება არ აქვთ რომ შეგვიზღუდონ მანქანით გადაადგილება. ყველანაირად ვიყავით განწყობილი, რომ მშვიდობიანად ჩავსულიყავით თელავში. რა გააკეთეს?!-ბარიკადები აღგვიმართეს, საპატრულო პოლიციის მანქანები ჩაგვიყენეს. არ აქვთ უფლება შემიზღუდონ გადაადგილება. ესენი მოდიან პროვოკაციაზე. გადავწევთ ამ მანქანებსაც,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.