19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
რუსთაველზე 4 კარავია გაშლილი - აქციის მონაწილეები გაერთიანებული ოპოზიციის კახეთიდან დაბრუნებას ელიან

რუსთაველზე ოთხი კარავია გაშლილი და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, დაიცვან თავიანთი ხმა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას კახეთიდან გაერთიანებული ოპოზიცია უერთდება.

მოთხოვნები, რომლებიც პარლამენტის წინ გაჟღერდება, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იქნება, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

აქციის მონაწილეებს შორის არიან შვილმოკლული მამები, რომლებიც რუსთაველზე რამდენიმე თვეა, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ოპოზიციის სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც აქციას გომბორის უღელტეხილზე შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შეუერთდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები