რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წევრები აქციის გამართვისთვის ემზადებიან.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა. ტერიტორიაზე იმატებს ხალხის ნაკადი.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები თათბირის შემდეგ უკვე იმ აქციაზე გააჟღერებენ საკუთარ გეგმებს, რომელიც სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.