ტერეზა მეი ბრექსიტზე მეორე რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება. ბრიტანეთის პრემიე-მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოვა.
გავრცელებული ცნობით, ტერეზა მეი პარლამენტარებს გააფრთხილებს, რომ მეორე რეფერენდუმის დანიშვნა მოსახლეობაში იმედგაცრუებას გამოიწვევს და მთავრობის პოლიტიკის ინტეგრაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრები ტონი ბლერი და ჯონ მეიჯორი გამოვიდნენ.
მათი შეფასებით, თუ თემთა პალატაში ბრექსიტის გარიგებაზე ვერ შეთანხმდებიან, მთავრობამ ახალი რეფერენდუმი უნდა დანიშნოს.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმა ბრიუსელთან შეთანხმებულია, თუმცა მას მხარს არ უჭერს არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდის ნაწილი.