ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი, თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული აქციის ჩაშლას არჩევანის ეთერში აფასებს.
გიორგი ბოტკოველი შსს-ს წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოპოზიცია შეცვლილ მარშრუტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო და მოძრაობაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.
„ეს არის ტყუილი გახარიას, ხელისუფლების მხრიდან, რომ იქ, თითქოს, რამე დაანონსებული იყო, რომ ეს გზა იქნებოდა დაკეტილი. კოლონა მოემართებოდა მიმართულებით. ყვარელში გადასასვლელი კიდევ მეორე ტყუილი, რაც ყვარლიდან შემოვლითი გზა არსებობდა, დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თელავში ვიკრიბებოდით ადგილობრივები, არაერთმა ადამიანმა დარეკა, რომ მაგალითად, აეროპორტთან ასევე გადაკეტილი იყო მოძრაობა და იქიდან ვერ შეძლეს ადამიანებმა მოსვლა... ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომ კომფორტში ეგრძნოთ საკუთარი თავი,“ - ამბობს ბოტკოველი.
ბოტკოველი ასევე ეხამურება თელავის მერიის განცხადებას, რომლებმაც აქციისთვის ალტერნატიული ლოკაცია შეთავაზეს ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად. ბოტკოველის შეფასებით, ლოკაციის შეცვლით აქციის შეზღუდვა სცადეს, რადგან გამოყოფილი ტერიტორია აქციის მასშტაბურობას ვერ ასახავდა.