„ხელისუფლებამ ავტორიტარიზმისკენ გადადგა ნაბიჯი“ - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
ნოდარ ხარშილაძის თქმით, არჩევნების გაყალებება და უნაუგურაციის პარალელურად დაანონსებული აქციის ჩაშლაც ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა.
ხარშილაძე თელავში ჩაშლილ აქციას და შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის, დაკავებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარი ნებით არ დათმობს ძალაუფლებას.
„ხელისუფლება ახლა წავა ისევ და ისევ გამწვავებაზე. ჩვენ ვიხილეთ უკვე პირველი ნაბიჯები, სიმპტომური და არ მგონია, რამე დათმობაზე წავიდეს ამ ეტაპზე, იმდენად გაამწვავებს სიტუაციას, რომ თავის თავსაც ჩიხში მოიქცევს, მაგრამ ამ ეტაპზე ის ითამაშებს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. იქნება მეტი ძალადობა, მეტი დევნა პოლიტიკური ოპონენტების,“ - განაცხადა ხარშილაძემ.
ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ დავით კირკიტაძის დაკავება, ერთი მხრივ, ოპონენტების დაშინებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული ოცნების ამომრჩევლის რადიკალიზაციას ემსახურება.