კახა კალაძე ტრადიციას ისევ არ ღალატობს და თბილისის მთავრობის სხდომას ისევ ”რუსთავი 2”-ის კრიტიკით იწყებს.
ამჯერად დედაქალაქის მერმა სიუჟეტებთან ერთად, უკვე პერსონალურად ჟურნალისტებიც გააკრიტიკა. ამის შემდეგ კი მთავრობის სხდომაზე მერმა უკვე საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა და თბილისის მოსახლეობა, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე 22 დეკემბერს, 20:00 საათზე დაპატიჟა.