19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
გიორგი გახარია 21 დეკემბერს პარლამენტში მივა

შს მინისტრი პარლამენტში 21 დეკემბერს მივა. გიორგი გახარია  საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და მას პარლამენტი მოთხოვნისთანავე უსმენს.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის. ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამს, კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის მიერ სამინისტროს წინაშე დასმულ საკითხებზე ისაუბროს.

ახალი რეგლამენტით, პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

დღის ამბები