შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამართალდამცავებთან დაპირისპირება დასჯადი ქმედებაა.
შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კირკიტაძის სტატუსის მიუხედავად, სამართალი უნდა აღსრულდეს.
ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის სასამართლოს შენობასთან დიდი რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას ემხაურება, სადაც წინა რიგში ქალი სამართალდამცავები იდგნენ, რომლებსაც გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ყვავილები მიუტანეს.
მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხზე აპელირება ქალის როლს პოლიციაში საკმაოდ აკნინებს.
„თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ იმისთვის, რომ მართლწესრიგი დაგვეცვა, იმ რაოდენობის პოლიცია მივიყვანეთ გურჯაანში. რაც შეეხება ქალების ყოფნას, ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, იმიტომ, რომ მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციის შესრულება, როგორც კაცებს და ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის პირადად მიუღებელია.
"რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელიც ასევე მოვისმინე, იყო თუ არა ეს შეგნებულად გაკეთებული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები, ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში, ეს თუ არ იყო დამთხვევა და ამის მიღმა რაღაც სექსისტური მოტივაცია იყო, რაზეც ზოგიერთები მიუთითებენ, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები,“ - ამბობს მეზვრიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას