19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
პოლიტიკური გადაწყვეტილება - ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ტოვებს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ზაზა ოქუაშვილი თანამდებობას და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ტოვებს. 

ზაზა ოქუაშვილი "კურიერთან" ინტერვიუში მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თანაგუნდელების უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

"ხედავთ, რომ არის, ფაქტობრივად, პრესი. ასეთ გადაწყვეტილებებს ასე სასწრაფოდ, ასე ვთქვათ, ვგონებ, რომ უფრო სერიოზული საკითხებია. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ნაადრევი, შეიძლება იყოს ნაჩქარევი, შეიძლება, არ ვიცი, ცხელ გულზე, მაგრამ, ვფიქრობ, რომ რადგან მიიღო ასეთი მიმართულება, ვფიქრობ, რომ გავაიოლო და უხერხულობას ავაცილო ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები," - განაცხადა ოქუაშვილმა.

ზაზა ოქუაშვილს და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ოქუაშვილის მტკიცებით, მასზე ივანიშვილის დავალებით,  ზეწოლა ხორციელდება. 

ოქუაშვილის ხმამაღალ განცხადებებს სადამსჯელო ღონისძიებები მოყვა. მას დავალიანება შეახსენეს და აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრეს. "ომეგა ჯგუფმა", ისევე როგორც ტელეკომპანია "იბერიამ" მუშაობა შეწყვიტა.

გარკვეული პერიოდით მიღწეული შეთანხმება სახელმწიფომ მალევე დაარღვია და აქციზების მიწოდება ომეგა ჯგუფს ისევ შეუჩერა. 

დღის ამბები