19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია" - შს მინისტრი კომისიის წევრებს მიმართავს

„თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია,“- ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ დაუსვეს. მინისტრის თქმით, საქმის ფარგლებში მირზა სუბელიანი და მიხეილ შაყულაშვილი არიან დაკითხულები. 

გახარია ამბობს, რომ საქმის ნაწილის ცალკე გამოყოფის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც მინისტრის განმარტებით, იქ გარკვეული პერსპექტივები გამოიკვეთა, თუმცა გიორგი გახარიამ დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შემიძლია განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი რაც იქნებოდა ჩვენთვის, იქნებოდა თქვენსავით ბატონებიო, გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ.-ზე დევნის დაწყებისა, მაშინ, როდესაც შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს, მარტივი რამ გააკეთეთ თქვენ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი აირჩიეთ და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადება, რაც გააკეთეთ. ეს თქვენი ნება იყო, აქედან გამომდინარე, თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია.

„ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქციის გამოყოფა. ამ საქმის ფარგლებში მას შემდგომ, რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და იქ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ, ამაზე მეტი საუბარი არ არის საჭირო და უპასუხისმგებლო იქნებოდა. პოლიტიკურ სპეკულაციას ადამიანის ბრალეულობით, მათი დაკავებით, მით უმეტეს იმ ტრაგიკული შედეგით, რაც იყო, არ ვაპირებ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები