19 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"იყო იქ გარკვეული უხერხულობა" - გახარია შვილმოკლული მამებისთვის კარვის გაშლის უფლების შეზღუდვაზე საუბრობს

შს მინისტრი აღიარებს, რომ რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდინარე შვილმოკლული მამებისათვის კარვების გაშლის შეზღუდვა შეცდომა იყო.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა დროებითი და დროში შეზღუდული იყო. გიორგი გახარია ამბობს, რომ შს სამინისტროს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, თუმცა მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია დევს იმ საქმის მასალებში, რომელსაც სასამართლო განიხილავს.

"რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გამოწვევა, თუმცა კარავი არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. რეალურად პოლიცია პირველ რიგში ზრუნავს და ზრუნავდა მაშინაც აქციის მონაწილეებზე. თუმცა კარვების დადგმა არდადგმა არ არის ერთადერთი კომპონენტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, არშეზღუდვის ან მისი დაშვების, თუმცა იყო იქ გარკვეული უხერხულობა და ეს შეზღუდვა იყო დროებითი და დროში შეზღუდული.

იყო მომართვა რა ოპერატიული ინფორმაცია გქონდათო. ეს ოპერატიული ინფორმაცია სასამართლოსთვის გვაქვს მიწოდებული, იმ საქმის ფარგლებში, რომელიც კარვების დადგმა არდადგმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს,"-ამბობს გახარია.

დღის ამბები