19 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
უმრავლესობამ, მთაწმინდის ოლქის მაჟირიტარობის კანდიატად, შესაძლოა ჯაბა ჯიშკარიანი დაასახელოს

სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. 

უმრავლესობის წევრებმა ჯერ არ იციან ვის დააყენებენ კანდიდატად, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, კანდიდატი სავარაუდოდ, ჯაბა ჯიშკარიანი იქნება, რომელიც ამჟამად იმავე ოლქიდან საკრებულოს მაჟორიტარია.

„კანდიდატს, რომელსაც წარვადგენთ, დამერწმუნეთ, რომ ექნება ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა პარლამენტის წევრისათვის. იყოს კომპეტენტური და იყოს თავის სამშობლოს ერთგული და რაიონის ერთგული. მე მგონია, რომ მთაწმინდელი თუ იქნება, უკეთესია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ჯაბა ჯიშკარიანის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„საკმაოდ კარგი, კომპეტენტური, წესიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჩემს პირად მის მიმართ დამოკიდებულებაზე ნამდვილად არ არის კორელაციაში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ გუნდის შიგნით, უშუალოდ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ გამართულა. 

„გუნდში ჯერ ამასთან დაკავშირებით კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა, დარწმუნებული ვარ, იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელიც გაართმევს იმ ვალდებულებებს თავს, რომელიც მაჟორიტარებს გვაქვს უბანთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, უბანში მისი ცნობადობაც მნიშვნელოვანია ვინც იქნება,“ - განაცხადა  ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. 

ინაუგურაციის შემდეგ 6 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის პოსტის პარალელურად სალომე ზურაბიშვილი დეპუტატის მანდატსაც ინარჩუნებდა და მისი გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის პირადად არც მიუმართავს.

 

 

დღის ამბები